logo

ლეაო: "მინდა "მილანისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე"

ლეაო: "მინდა "მილანისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე"

"სპალთან" შეხვედრაში რაფაელ ლეაოსგან აშკარად დადებითი სიგნალი წამოვიდა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა "Sky Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა.

"სამწვრთნელო შტაბის ნდობა ვგრძნობ. გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა, "მილანში" ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ დიდ ხანს დავრჩები."

"გარემარბის პოზიციაზე თამაში შემთვის ძალიან კომფორტულია, რადგან მცველთან ერთი ერთზე თამაში მიადვილდება. ჩემი მიზანი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაა, რათა "როსონერისათვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე."

"იბრაჰიმოვიჩი ჩემთვის უფროსი ძმასავითაა და რჩევებს არ მაკლებს. ზლატანი ნამდვილი ჩემპიონია და მასთან ერთად გუნდიც უფრო თავდაჯერებულია." - განაცხადა ლეაომ.

1 თვის წინ
487 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 392
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ