logo

"მილანს" რებიჩის გამოსყიდვა ნაადრევად სურს

"მილანს" რებიჩის გამოსყიდვა ნაადრევად სურს

"Corriere della Sera"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანს" რებიჩის გამოსყიდვა რაც შეიძლება მალე სურს. როგორც იცით, იგი "როსონერიში" 2021 წლამდე რჩება, თუმცა კლუბის ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს მისი გამოსყიდვის პროცესი.

ასევე ნათქვამია, რომ მილანური კლუბის მომავალი თავკაცი, რალფ რანგნიკი მომხრეა მისი გამოსყიდვისა. როგორც წყარო იწერება, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი დამყარდა ფეხბურთელის აგენტთან, ფალი რამადანთან და ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს. 

ლომბარდიული გრანდის აღმასრულებელ დირექტორს, ივან გაზიდისს უახლოეს კვირებში უკვე შეეძლება პირველი შეთავაზების გაკეთება. შეგახსენებთ, რომ ხორვატი "შავ-წითლებს" 2019 წელს იჯარის წესით "აინტრახტიდან" შეუერთდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე მილანური კლუბის მაისურით 21 შეხვედრაში 9 გოლია.

2 თვის წინ
799 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 38
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ