სპეკულაციები ბერნარდ არნოსა და "მილანის" კავშირს შორის იტალიურ მედიაში არ წყდება.
La Repubblica- ს ინფორმაციით, არნო მზადაა "მილანი" 975 მილიონ ევროდ იყიდოს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, გორდონ სინერსას და არნოს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალშია ჩანიშნული.
ფრანგი ბიზნესმენის გეგმები "მილანთან" დაკავშირებით მკაფიოა: გააძლიეროს მედიის ყურადღება "როსონერის" მიმართ, კლუბი აქციოს კვლავ ბრენდად და გახადოს უფრო მძლავრი სხვა ბიზნეს შესაძლებლობებისთვის.
"ლუი ვიტონის" მფლობელისთვის "მილანის" ახალი სტადიონიც სერიოზული ინტერესის საგანია.
ასევე არნოს გეგმებში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებაა.