როგორც "Gazzetta dello Sport" იტყობინება, "მილანს" სიმონ კიაერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. წყაროს ცნობით, დანიელი ფეხბურთელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია და ლომბარდიული გრანდი გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.
როგორც მოგეხსენებათ, 31 წლის მოთამაშის შეძენის სურვილის შემთხვევაში, მილანურ კლუბს "სევილიასთვის" 3.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კიაერი "შავ-წითლებს" "სევილიიდან" იანვარში იჯარის წესით შეუერთდა და მას შემდეგ "მილანის" მაისურით 10 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.