logo

"მილანმა" თვალი ალექსეი მირანჩუკს დაადგა [+ვიდეო]

"Sky Italia"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელს, ალექსეი მირანჩუკს თვალი დაადგა. ამჟამად, ფეხბურთელს მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და გახანგრძლივების წინაპირობა, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ასევე იგივე წყარო იტყობინება, რომ გარიგებაში შესაძლებელია დიეგო ლაქსალტის ჩართვა, რომლითაც "ლოკომოტივი" ინტერესდება. საინტერესოა, რომ 24 წლის რუსი ფეხბურთელით არამარტო "როსონერი" გამოხატავს ინტერესს. "Sport Express"-ს დავუჯერებთ, რომელმაც გასულ თვეში დაწერა, რომ ალექსეისა და მისი ძმის, ანტონის შეძენის სურვილს "რომა" და "სევილია" გამოთქვამდნენ. 

ამავე წყაროში ნათქვამია, რომ ამ კლუბებთან ერთად ხსენებული "მილანიც" ფიგურირებდა, რომელმაც მისი გაფორმება იანვარში სცადა, თუმცა კლუბის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ალექსეი პოზიციით შემტევი ნახევარმცველია და მის ანგარიშზე ამ სეზონში "ლოკომოტივის" მაისურით 26 შეხვედრაში 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.


3 თვის წინ
878 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 127
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ