"მილანის" დირექტორმა, პაოლო მალდინიმ ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, "როსონერის" ვალდებულებაა შეინარჩუნოს ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როგორიც ჯიჯიო დონარუმაა, რადგან იგი სიმბოლია, იმ ფეხბურთელის მაგალითი, რომელმაც ახალგაზრდული აკადემია გაიარა".
"ვფიქრობ, ამჟამად ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა".
"რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, აქ სიტუაცია განსხვავებულია. დონარუმას კონტრაქტი არ ეწურება, ზლატანს კი ივნისის ბოლოს ხელშეკრულება უმთავრდება", - აცხადებს მალდინი.