logo

საინტერესო ფაქტები რანგნიკზე: არა მობილურებს და სავარჯიშო თაიმერები (მეორე ნაწილი)

საინტერესო ფაქტები რანგნიკზე: არა მობილურებს და სავარჯიშო თაიმერები (მეორე ნაწილი)

ახალ სეზონში "მილანს" სათავეში რალფ რანგნიკი ჩაუდგება. გვინდა უფრო ახლოს გაგაცნოთ გერმანელი სპეციალისტი და მასზე რამდენიმე ფაქტი გიამბოთ. 

პირველ ნაწილში რონალდოზე და სასაუბრო ენაზე გითხარით, ამ ნაწილში კი კიდევ რამდენიმე საინტერესო წესზე გიამბობთ, რომელსაც ის კლუბში ამკვიდრებს.

რანგნიკმა ნორდი მიკიელე და ჟან კევინ აგუსტინი გუნდიდან გააგდო. მიზეზი ევროპის ლიგის შეხვედრის წინ, "ზალცბურგის" წინააღმდეგ გასახდელში შეკრებაზე დაგვიანებაა, რადგან მობილურზე საუბრობდნენ.

მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ რალფმა განცხადებაც გააკეთა: "არსებობს წესები, რომლებსაც უნდა დაემორჩილო. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ახალგაზრდა ჩემი გადაწყვეტილების არსს მიხვდებიან. შესაძლოა ეს მტკივნეულია, მაგრამ ისინი თავიანთი დამოკიდებულებით გუნდს კიდევ უფრო მწარე დარტყმას აყენებენ."

გერმანელი სპეციალისტი ვარჯიშებზე ორ თაიმერს იყენებს. პირველის შემთხვევაში ფეხბურთელს აქვს 8 წამი იმისათვის, რომ დაკარგული ბურთი უკან დაიბრუნოს. მეორე საათი 10 წამს ითვლის, რა დროშიც გუნდმა ბურთის დაბრუნების შემდეგ კარში დარტყმა უნდა განახორციელოს.

3 დღის წინ
1174 / 0
rossoneri-best
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ