logo

პიოლი: "დიდი ხანი ველოდით ძლიერი მეტოქის დამარცხებას"

პიოლი: "დიდი ხანი ველოდით ძლიერი მეტოქის დამარცხებას"

"რომასთან" გამარჯვების შემდეგ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "DAZN"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო და ამ დროს ცვლილებები აუცილებელია. ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმაც დაკისრებულ დავალებას თავი გაართვეს. დამსახურებულად გავიმარჯვეთ, დიდი ხანი ველოდით ძლიერი მეტოქის დამარცხებას."

"მინდოდა რებიჩი მეტი ხანი დარჩენილიყო მოედანზე, მაგრამ თავად მთხოვა შეცვლა. ხორვატმა თავდამსხმელმა ძალიან ბევრი იშრომა და დასვენება დაიმსახურა."

"ის არა მხოლოდ ფიზიკურად, ტექნიკურადაც ძლიერია. ჩემი აზრით, ანტე არც ტიპური თავდამსხმელია და არც ცრუ ცხრიანი. რებიჩი შემტევია."

"მიუხედავად რამდენიმე დაკარგული ბურთისა, პაკეტა თამაშში კარგად შევიდა. დღეიდან ყოველ სამ დღეში მოგვიწევს თამაში, ამიტომ გრძელი სათადარიგოთა სკამი დაგვჭირდება." - განაცხადა პიოლიმ.

4 დღის წინ
654 / 0
rossoneri-best
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ