ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "მილანმა" სამ ფეხბურთელს, რომლებსაც კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისს ეწურებოდათ, ხელშეკრულება დროებით გაუხანგრძლივა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლუკას ბილია და ჯაკომო ბონავენტურა "სან სიროზე" 31 აგვისტომდე დარჩებიან.
ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ორი, ბილია და ბონავენტურა კლუბს ზაფხულის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ, ხოლო იბრას მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული.
მათ გარდა, აგვისტოს ბოლომდე გაუხანგრძლივდათ ხელშეკრულება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც "როსონერიში" არენდის წესით ირიცხებიან. ესენი არიან: ასმირ ბეგოვიჩი, სიმონ კიაერი და ალექსის სალმაკერსი.