რანგნიკის სამი სამიზნე ბუნდესლიგაში "მილანისთვის"

რანგნიკის სამი სამიზნე ბუნდესლიგაში "მილანისთვის"

ყველაზე ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, "BILD"-ის ჟურნალისტმა ვალენტინა მასერიმ "MilanNews.it"-თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"გერმანიაში 100%-ით დარწმუნებულები ვართ, რომ რანგნიკი "მილანს" გაწვრთნის და ბუნდესლიგიდან რამდენიმე ფეხბურთელსაც წაიყვანს." - განაცხადა მასერიმ.

პირველი სამიზნე დაიოტ უპამეკანო იქნება. ფრანგი ცენტრალური მცველი გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. 21 წლის ფეხბურთელს "ლაიპციგთან" კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და კლუბი მის გაყიდვას აპირებს.

მეორე სამიზნე პატრიკ შიკი იქნება, რომელიც "ლაიპციგში" "რომადანაა" განათხოვრებული. ბოლო, მესამე სამიზნე კი მილოტ რაშიცა იქნება, რომელიც მსურველი კლუბებისთვის მხოლოდ 16 მილიონ ევროდ იქნება ხელმისაწვდომი იმ შემთხვევაში, თუ "ვერდერი" ბუნდესლიგიდან დაქვეითდება.

10 თვის წინ
1526 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია