logo

დონარუმასთან შეთანხმება მიღწეულია: გამოსასყიდი თანხა და სხვა დეტალები

დონარუმასთან შეთანხმება მიღწეულია: გამოსასყიდი თანხა და სხვა დეტალები

გავლენიანი იტალიური გამოცემის, "Sportmediaset"-ის მტკიცებით ჯანლუიჯი დონარუმა "მილანთან" კონტრაქტს 100%-ით გაახანგრძლივებს, მიუხედავად იმისა, რომ მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობდა.

ახალი კონტრაქტი ორი წლით გახანგრძლივდება და 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის მსგავსად, ჯიჯოს ანაზღაურება კვლავ 6 მილიონი ევრო იქნება.

განსხვავება ისაა, რომ დიდი ბონუსები ექნება, რომელმაც შესაძლოა 2,5 მილიონ ევროსაც კი მიაღწიოს. რაიოლა ასევე ცდილობს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩამატებას - 50 მილიონ ევროს, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით არ შემდგარა.

3 თვის წინ
1093 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ