logo

კიაერს "რომასთან" თამაში სურს

კიაერს "რომასთან" თამაში სურს

როგორც მოგეხსენებათ, "მილანის" უკანასკნელ დაპირისპირებაში, სადაც კლუბი "ლეჩეს" დაუპირისპირდა, მატჩის 40-ე წუთზე მოედანი ტრავმის გამო მოედანი კიაერმა დატოვა და მის ნაცვლად გაბია შემოვიდა.

როგორც სხვადასხვა წყაროები იუწყებოდნენ, მისი "რომასთან" თამაში ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ახლახანს "Calciomercato.com"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კიაერის მუხლის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. როგორც წყარო გვამცნობს, დანიელი ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია, რომ "რომასთან" დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 31 წლის მცველი ლომბარდიულ გრანდს ამ სეზონში იჯარით "სევილიადან" შეუერთდა და მას შემდეგ მილანელთა მაისურით 9 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

5 თვის წინ
757 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ