logo

"მილანი" მილოტ რაშიცასთვის ბრძოლაში ერთვება

"მილანი" მილოტ რაშიცასთვის ბრძოლაში ერთვება

როგორც მოგეხსენებათ, რალფ რანგნიკი "მილანში" ჩამოსვლის შემდეგ კლუბის რევოლუციას გეგმავს. შესაბამისად, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას შეეცდება.

მათი ერთ-ერთი სამიზნე კი ბრემენის "ვერდერის" შემტევი ნახევარმცველი მილოტ რაშიცა გახლავთ. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარსიო იტყობინება, რანგნიკმა "როსონერის" ამ ფეხბურთელის შეძენის სურვილი გაუმხილა და ეს ინფორმაცია შემდგომ "MilanNews"-მაც დაადასტურა. 

"DeichStube"-ის ცნობით, კოსოვოელი ფეხბურთელით ასევე ორი გერმანული კლუბი, "ჰერტასა" და "ლაიფიციგის" სახით, ინტერესდებიან. "Daily Mirror"-ს თუ დავუჯერებთ, 23 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლას რამდენიმე ინგლისური კლუბიც უერთდება. ესენი არიან: "ლივერპული", "ვულვზი", "საუთჰემპტონი" და "ასტონ ვილა". შეგახსენებთ იმასაც, რომ რაშიცას ანგარიშზე ამ სეზონში ბრემენელთა მაისურით 31 შეხვედრაში 10 გოლია.

4 თვის წინ
879 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 133
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ