logo

"მილანმა" დონარუმას შეთავაზება გაუკეთა

"მილანმა" დონარუმას შეთავაზება გაუკეთა

"Calciomerato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" ჯანლუიჯი დონარუმასა და მის აგენტ მინო რაიოლას შეთავაზება გაუკეთა. მილანურმა კლუბმა ფეხბურთელს საკმაოდ საინტერესო კონტრაქტი შესთავაზა. მათი მიზანია, რომ ჯიჯი კლუბში დარჩენაში დაარწმუნონ.

ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ დონარუმას კლუბში დარჩენა სურს და იგი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება, დიდი ალბათობით, რანგნიკის ახალ პროექტში. ახლა, ყველაფერი მათ მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. იგივე წყარომ კონტრაქტის დეტალებიც გაასაჯაროვა. 

"როსონერიმ" ფეხბურთელს ასეთი რამ შესთავაზა - ხუთი წლის ვადით ანაზღაურება, რომელიც წელიწადში 6 მილიონი ევროდან 7.5 მილიონ ევრომდე გაიზრდებოდა ( ჯამში შეადგენს 37.5 მილიონ ევროს ). შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის კარის დარაჯმა "შავ-წითლების" მაისურით ამ სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა.

4 თვის წინ
818 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ