logo

ტიემუ ბაკაიოკოს პოსტი სოციალურ მედიაში - "კარგი მოგონებები"

ტიემუ ბაკაიოკოს პოსტი სოციალურ მედიაში - "კარგი მოგონებები"

"მონაკოს" ფეხბურთელმა ტიემუ ბაკაიოკომ, რომელიც 2018-19 წლების სეზონში "მილანში' ასპარეზობდა, ლომბარდიული გრანდი გაიხსენა და სოციალურ მედიაში პოსტი დადო.

"კარგი მოგონებები" - დაწერა ტიემუმ სოციალურ მედიაში. ნამდვილად, სასიამოვნო იქნებოდა მისი "როსონერიში" დაბრუნება, რასაც რანგნიკიც მიესალმებოდა, მაგრამ მრავალი პრობლემა იკვეთება.

მაგალითად ის, რომ ფრანგის "შავ-წითლებში" გადმოსვლით მისი ხელფასი 52%-ით შემცირდება, რაც რასაკვირველია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ასევე გასათვალისწინებელია "ელიოტის' ფინანსური მდგომარეობაც. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს "ჩელსი", რომელმაც მისი ტრანსფერი 2018 წელს 35 მილიონად შეაფასა. ეს კი "მილანისთვის" სოლიდურ თანხას წარმოადგენს.

5 თვის წინ
948 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ