logo

არა მხოლოდ პენალტი - გაბია იტალიაში კრიტიკის მსხვერპლი გახდა

არა მხოლოდ პენალტი - გაბია იტალიაში კრიტიკის მსხვერპლი გახდა

"ლეჩესთან" გამართულ დაპირისპირებაში, სადაც "მილანმა" მეტოქე 4-1 გაანადგურა, მატეო გაბია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მატეო მოედანზე 40-ე წუთზე კიაერის ნაცვლად ჩაერთო, რომელმაც დაზიანება მიიღო და შემდეგ შეხვედრას, რომელიც "რომას" წინააღმდეგ გაიმართება გამოტოვებს. 

თამაშის შემდეგ, იტალიელი ფეხბურთელი დიდი კრიტიკის მსხვერპლი გახდა. გაბიას წესების დარღვევის გამო მილანელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მანკოსუმ კარგად შეასრულა და "ლეჩე" თამაშში დაბრუნდა. ასევე, ამის შემდეგ ფეხბურთელს ამ მომენტმა ხასიათი გაუფუჭა და თამაში ცუდად წაუვიდა.  რამდენიმე გამოცემამ მისი ჩატარებული შეხვედრა შეაფასა. ყველაზე ნაკლებად მკაცრი შეფასება მაინც "Gazzetta dello Sport"-ს ჰქონდა და მათი აზრით 20 წლის ფეხბურთელის რეიტინგი 5.5 იყო. 

"Corriere dello Sport" და "Tuttosport" მას ისე აფასებენ, რომ პენალტის შემდეგ იტალიელმა დაკარგა თავდაჯერებულობა, რამაც მას ასეთი შეხვედრა ჩაატარებინა. შეგახსენებთ იმასაც, რომ 20 წლის მოთამაშის ანგარიშზე ამ სეზონში 5 შეხვედრაა, სადაც თავი არ გამოუჩენია.

5 თვის წინ
1018 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ