logo

პიოლი: "ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ყველა გუნდს თანაბრად ვეთამაშოთ"

პიოლი: "ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ყველა გუნდს თანაბრად ვეთამაშოთ"

"ლეჩესთან" გამარჯვების შემდეგ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "Sky Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა.

"კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს შეხვედრის გაკონტროლების უფლება არ მივეცით. დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ყველა გუნდს თანაბრად ვეთამაშოთ."

"იბრაჰიმოვიჩი ჩვენი გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა დღეს დაკისრებულ მისიას მის გარეშეც კარგად გავართვით თავი. მიუხედავად დღევანდელი გოლისა, ლეაომ მეტი უნდა იმუშაოს."

"ლეაო ძირითადში? დღეის მდგომარეობით ამისთვის მზად არაა. მას უყვარს ბურთთან დიდხანს ყოფნა, რაც ცენტრალური თავდამსხმელისთვის ნაკლებად მომგებიანია."

"იმედი მაქვს კიაერს სერიოზული პრობლემები არ აღენიშნება, რადგან მუსაკიო დიდი ხნით გამოგვაკლდა. ხვალ დუარტე ვარჯიშს დაუბრუნდება და ვიმედოვნებ, რომ "რომასთან" შეხვედრაში განაცხადშიც მოხვდება."

"რანგნიკი? არ მადარდებს რას ამბობს პრესა, მე ჯერ კიდევ აქ ვარ. ჩემი მომავალი არ მაღელვებს და ამჟამად "მილანთან" ერთად წარმატების მიღწევაზე ვარ ორიენტირებული." - განაცხადა პიოლიმ.

4 თვის წინ
1193 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ