logo

გეგმა ბ - რანგნიკი დაუყოვნებლივ საქმეში

გეგმა ბ - რანგნიკი დაუყოვნებლივ საქმეში

რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ მიმდინარე თვის ბოლოს "მილანი" და რალფ რანგნიკი კონტრაქტს გააფორმებენ, თუმცა გერმანელი სპეციალისტი მუშაობას ახალი სეზონიდან დაიწყებს.

"Gazzetta dello Sport" კი იტყობინება, რომ შესაძლოა რანგნიკმა "როსონერი" კონტრაქტის გაფორმებისთანავე ჩაიბაროს. ჯოფრი მონკადამ და პაოლო მალდინიმ პიერ კალულუს ტრანსფერი უკვე შეათანხმეს, რომელიც რალფსაც ძალიან უნდოდა.

ეს დეტალი კი მიგვანიშნებს იმას, რომ რანგნიკი უკვე უშუალოდ მონაწილეობს კლუბის გადაწყვეტილებების მიღებაში და კოლაბორაცია შესაძლებელია.

საბოლოოდ, ყველაფერი სტეფანო პიოლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი დამრიგებელი მომდევნო შეხვედრებში სასურველ შედეგებს დააფიქსირებს, ლომბარდიულ გრანდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

4 თვის წინ
1517 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 133
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ