დაცვის კრიზისი: ტრავმირებულები და შესაძლო დისკვალიფიკაციები

დაცვის კრიზისი: ტრავმირებულები და შესაძლო დისკვალიფიკაციები

ორშაბათ საღამოს "მილანისთვის" სერია ა განახლდება. სტეფანო პიოლის გუნდი "ლეჩესთან" შეხვედრას მძიმე დანაკლისებით ხვდება და უმთავრესი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

"Calciomercato"-ს მტკიცებით კი ტრავმირებულთა სიას მატეო მუსაკიოც შეემატა, რომელმაც კოჭზე ოპერაცია გაიკეთა. ლეო დუარტე კი დიდი ხანია, რაც ტრავმირებულია.

პიოლი ძირითად შემადგენლობაში რომანიოლი-კიაერის დუეტს განამწესებს, თუმცა მათ ერთადერთი შემცვლელი ჰყავთ - მატეო გაბია.

დისციპლინარული სიტუაციას საკმაოდ რთულია. იმ შემთხვევაში, თუ რომანიოლი "ლეჩესთან" შეხვედრაში ყვითელ ბარათს მიიღებს, შემდეგ ტურში "რომასთან" გასამართ მატჩს ავტომატურად გამოტოვებს.

იგივე საფრთხე ემუქრება კიაერსაც, რომელსაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში "ატალანტასა" და "მილანის" მაისურით უკვე ოთხი ყვითელი ბარათი დაუგროვდა.

1 წლის წინ
1238 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი