logo

რანგნიკს "მილანში" "აინტრახტის" დუეტის აღდგენა სურს

რანგნიკს "მილანში" "აინტრახტის" დუეტის აღდგენა სურს

"მილანის" სავარაუდო მომავალ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს მომავალ სეზონში ანტე რებიჩისა და ლუკა იოვიჩის დუეტის აღდგენა სურს.

"როსონერის" ხელმძღვანელობა ახალი თავდამსხმელის ძიებაშია, რადგან ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლომბარდიის დედაქალაქს ტოვებს, ხოლო რაფაელ ლეაო შესაშურ ფორმაში ნამდვილად არაა.

ბოლო კვირებში ბევრი იწერება იოვიჩის შესაძლო ტრანსფერის შესახებ. დღეს კი "Tuttosport"-მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც გერმანელი სპეციალისტი სერბი ფეხბურთელის ტრანსფერს კურირებს.

22 წლის თავდამსხმელი მადრიდის "რეალს" გასულ ზაფულს შეუერთდა და მას შემდეგ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა. რანგნიკს კი ამით სარგებლობა და რებიჩი-იოვიჩის დუეტის აღდგენა აქვს გეგმაში.

4 თვის წინ
992 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ