logo

იბრაჰიმოვიჩი: "ბევრ დერბიში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ "მადონინა" საუკეთესოა"

იბრაჰიმოვიჩი: "ბევრ დერბიში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ "მადონინა" საუკეთესოა"

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მილანში" დაბრუნების შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ახალი ნოჩერინო? "მილანის" ფეხბურთელებს თითქმის არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რომ მწვრთნელი შემადგენლობის შერჩევისას სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელებს მოედანზე და მის გარეთ დახმარება გავუწიო."

"დერბი განსაკუთრებული შეხვედრაა და ყველა ქვეყანაში, სადაც ვიყავი მოედანზე განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ "დერბი დელა მადონინა" უდაოდ საუკეთესოა."

"38 წლის ასაკში "მილანში" გადასვლა უბრალოდ საოცრებაა. მინდა ის ადამიანები გავაკვირვო, ვინც ჩემს დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებს. ჩემი გამოწვევაა ის, თუ რა შემიძლია გავაკეთო ამ ასაკში იტალიაში და კვლავ შევძლებ თუ არა გუნდის ლიდერობას."

"მილანის" მომავალი მწვრთნელობა? არ ვიცი, რატომაც არა. ჩემი სახელი არაფერს ნიშნავს, გუნდში ყველანი თანასწორები ვართ. კრიშტიანუ რონალდუ? მიხარია, რომ ის "იუვენტუსში" თამაშობს და ჩვენს შეხვედრას მოუთმენლად ველი."

"გამოცდილება ძალიან გცვლის. ხვდები როდის რისი გაკეთების ძალა შეგწევს. მჯერა, რომ კრიზისული პერიოდის მიუხედავად ამ გუნდს ჩემთან ერთად წარმატების მიღწევა შეუძლია."

"38 წლის ასაკში უფრო მოთხოვნადი ვარ ვიდრე 28 წლის ასაკში ვიყავი. ამერიკაში ყოფნისას ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. გულშემატკივრები? მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, რადგან ჩვენს მიერ მოედანზე ნაჩვენები შედეგის ნახევარი მათ ეძღვნებათ." - განაცხადა იბრამ.

5 თვის წინ
1334 / 1
rossoneri-best
reclam
user
rijkaard მილანის ფეხბურთელებს თითქმის არ ვიცნობო, პირველი მისხმა უკვე განახორციელა , მიდი იბრა მოჭიმე სასტავი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ