"მილანის" განაპირა მცველმა და ამ სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა ტეო ერნანდესმა სერია ა-ს მოახლოვებული სეზონის შესახებ ისაუბრა.
ტეოს თქმით, ახლა "მილანის" მთავარი მიზანი გულშემატკივრების გახარებაა.
"ყველაფერს ვეცდებით სეზონის დარჩენილი ნაწილი მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ქომაგები გავახაროთ".
"მიხარია, რომ დავბრუნდით. იმედი მაქვს, დასახულ მიზნებს მივაღწევთ". - განაცხადა ტეომ.