არა მხოლოდ შობოშლაი, "მილანი" 65 მილიონიან წინადადებას ამზადებს

არა მხოლოდ შობოშლაი, "მილანი" 65 მილიონიან წინადადებას ამზადებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში რალფ რანგნიკის "მილანი" მხოლოდ დომინიკ შობოშლაის შეძენით არ დაკმაყოფილდება.

"ზალცბურგის" ვარსკვლავი დაახლოებით 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.

"როსონერი" ასევე აქტიურად იბრძოლებს ფლორენტინო ლუისისა ("ბენფიკა") და ფილიპ მაქსის ("აუგსბურგი") ხელში ჩასაგდებად.

ფლორენტინო ლუისის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა, თუმცა 2 წლიანი იჯარა "მილანს" შესაძლოა 30 მილიონი ევრო დაუჯდეს.

რაც შეეხება მაქსს, მას "აუგსბურგი" 15 მილიონ ევროდ აფასებს.

1 წლის წინ
1529 / 1
user
Milan_fan22 ეს შობოშლაი კარგი ბიჭია. კაკას წააგავს რაღაცით. თუ ყიდვაა მალე იყიდონ თუარა ამბიჭზე ტაციაობა წავა ცოტახანში და მილანს ვიღა მიასუნინებს მერე
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი