logo

3 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოისყიდოს "მილანმა" კიაერი

3 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოისყიდოს "მილანმა" კიაერი

"Calciomercato.com"-მა გამოაქვეყნა სიახლე, სადაც წერია 3 მიზეზი იმისა, თუ რატომ იქნებოდა სიმონ კიაერის "სევილიადან" გამოსყიდვა მართებული გადაწყვეტილება. "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ როგორ სათამაშო ფორმაშიც იმყოფებოდა პანდემიამდე იგი, ისევ ისეთ ფორმაში დაბრუნდა ფეხბურთის განახლების შემდეგ. ეს ნამდვილად დასაფასებელია. ლომბარდიულ გრანდს შეუძლია მას ენდოს. ასე რომ, ახლა ჯერი "როსონერიზეა", გამოისყიდოს იგი.

ისიც აღსანიშნავია, რომ კიაერის მაღალი კლასი სახეზეა, რაც დადასტურდა "იუვენტუსის" წინააღმდეგაც. 31 წლის ფეხბურთელი იდეალურ პარტნიორობას უწევს ალესიო რომანიოლისაც. სიმონ კიაერის კიდევ ერთი დამახასიათებელი და მთავარი ფაქტორი გამოცდილება გახლავთ. "მილანში" ნამდვილად იგეგმება ცვლილებები. გუნდს სავარაუდოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლუკას ბილია, ჯეკ ბონავენტურა დატოვებენ. ასმირ ბეგოვიჩის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის ფონზე გამოცდილი მცველი საჭირო ხდება.

 ამ ფეხბურთელების წასვლის შემდეგ, დანიელს "შავ-წითლების" ერთ-ერთი საყრდენი და გამოცდილი მოთამაშის ფუნქცია დაეკისრება. სიმონი ლომბარდიული გრანდისთვის რეალური შესაძლებლობაა. მისი გამოსყიდვა სულ რაღაც 2.5 მილიონი დაჯდება.

4 თვის წინ
869 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 105
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ