logo

დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, მაგრამ ორ გარანტიას ითხოვს

დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, მაგრამ ორ გარანტიას ითხოვს

2017 წლის მსგავსად დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ახლაც აქტუალურია, რადგან მიმდინარე კონტრაქტი 2021 წელს სრულდება. "მილანს" 21 წლის მეკარესთან კონტრაქტის გახანგრძლივება მიმდინარე ზაფულშივე სურს, რათა მომავალ ზაფხულს უფასოდ არ დაკარგოს.

"Corriere della Sera"-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის პირადი შეხვედრა თვის ბოლოს იგეგმება. შეთანხმება მარტივი არ იქნება, რადგან გაზიდისი ჯიჯიოსათვის ხელფასის სახით 5 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს, რომელიც ბონუსების ჩათვლით 6 მილიონამდეც ავა.

ყველა გამოცემა წერს, რომ დონარუმას "როსონერიში" დარჩენა უნდა, რათა განვითარება განაგრძოს, თუმცა ორ გარანტიას ითხოვს. პირველი ეკონომიკურს (ხელფასი), ხოლო მეორე სპორტულს (კლუბის პროექტი).

ამ სიტუაციაში კორონავირუსის კრიზისი ლომბარდიულ გრანდს ეხმარება, რადგან ბევრი კლუბი ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელებას ერიდებიან. რაც შეეხება კონტრაქტის გახანგრძლივებას, 2023-2024 წლამდე იგეგმება.

4 თვის წინ
997 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ