logo

"მილანი" განელი თინეიჯერით დაინტერესდა [+ვიდეო]

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" განელი თინეიჯერით დაინტერესდა. მუჰამედ კუდუსი, ამჟამად, დანიური "ნორდსიელანდის" ღირსებას იცავს.

წყაროს ცნობით, 19 წლის მოთამაშით "ნიუკასლი" და "ევერტონი" ინტერესდებიან, მაგრამ ტალანტს გული "ლივერპულისკენ" მიუწევს. მუჰამედს კონტრაქტი დანიურ კლუბთან 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე ამ სეზონში 21 შეხვედრაში 9 გოლია. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ კუდუსს განის ეროვნული ნაკრების მაისური 2-ჯერ აქვს მორგებული და ერთხელაც თავი გამოჩენილი.

3 თვის წინ
853 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 37
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ