logo

ჩალჰანოღლუ: "წესებს პატივი უნდა ვცეთ"

ჩალჰანოღლუ: "წესებს პატივი უნდა ვცეთ"

"იუვენტუსთან" უგოლო ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ, ჰაკან ჩალჰანოღლუმ "Rai"-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განვლილი შეხვედრა მიმოიხილა.

"მსაჯის გადაწყვეტილებებით გაბრაზებულები ვართ. რონალდუს მომენტზე პენალტი დანიშნეს, ხოლო რებიჩის მომენტს არც კი გადახედეს. დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირდაპირ "იუვენტუსთან" დაპირისპირება რთულია, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ სამი დიდებული ფეხბურთელი გვაკლდა."

"საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ და მომდევნო შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ. რთულია გულშემატკივრების გარეშე თამაში, მაგრამ წესებს პატივი უნდა ვცეთ. ერთი კარგი მომენტი გავანიავე და ვალდებული ვიყავი თავით უკეთესად მემოქმედა, თუმცა ეს ფეხბურთია და მსგავსი მომენტები ხშირია." - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.

4 თვის წინ
939 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ