logo

პიოლი: "ცარიელი ტრიბუნები შესაძლოა მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს"

პიოლი: "ცარიელი ტრიბუნები შესაძლოა მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს"

სტეფანო პიოლიმ ტურინის "იუვენტუსთან" შეხვედრამდე "როსონერის" ოფიციალურ არხთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ძალიან სასიამოვნოა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება და ეს ყველას გვჭირდებოდა. ჩემს მომავალზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ."

"გვინდა "მილანი" ევროტურნირებზე დაბრუნდეს იტალიის თასის ან სერია ა-ს მეშვეობით. წინ საკმაოდ რთული კალენდარი გველოდება. პაკეტა? ის ერთ-ერთი ფეხბურთელთაგანია, რომელსაც თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებული აქვს."

"ბენასერი საკმაოდ კარგად თამაშობს და ეს არახალი ამბავია, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და განვითარება შეუძლია. ისმაელი ძალიან შრომისმოყვარეა და მის წარმატებაში დარწმუნებული ვარ."

"იუვენტუსს" უკვე ორჯერ დავუპირსპირდით და როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვისაც რთული დაპირისპირებაა. ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსები გვაქვს. ცარიელი ტრიბუნები კი შესაძლოა მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს." - განაცხადა პიოლიმ.

1 თვის წინ
629 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 392
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ