რამდენიმე კვირაა, ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიური ფეხბურთი კოპა იტალიას შეხვედრებით განახლდება. დღეს კი "იუვენტუსი" - "მილანის" ჩატარების ზუსტი დროც ცნობილი გახდა.
ახლა კი აღნიშნულ ტურნირზე გარკვეული ცვლილებების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. კერძოდ, თუ რომელიმე შეხვედრაში 90 წუთში ორმატჩიანი დუელის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებითი დრო არ დაინიშნება და გუნდები მატჩის ბედს პირდაპირ პენალტების სერიაში გადაწყვეტენ.
შეგახსენებთ, რომ კოპა იტალიაზე შემდეგი წყვილებია დარჩენილი: "იუვენტუსი" - "მილანი" (პირველი მატჩი 1-1) და "ინტერი" - "ნაპოლი" (პირველი მატჩი 0-1 "ნაპოლის" სასარგებლოდ).