logo

შობოშლაის "მილანში" თამაში სურს - მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ერთი პრობლემაა

შობოშლაის "მილანში" თამაში სურს - მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ერთი პრობლემაა

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავსტრიული "ზალცბურგის" მოთამაშე, დომინიკ შობოშლაის სერია ა-ში თამაში სურს. წყაროს ცნობით, უნგრელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

იტალიურ გამოცემას თუ ვენდობით, 19 წლის ფეხბურთელს დაინტერესების ნაკლებობა არ აწუხებს. გერმანია და ინგლისი - ამ ქვეყნებიდან მისი შეძენის სურვილს გამოთქვამენ, თუმცა დომინიკს იტალიაში თამაში სურს. ასე რომ, ახლა ყველაფერი "როსონერიზეა" დამოკიდებული.

იმავე წყაროს თქმით, მოლაპარაკებები კი მიმდინარეობს, მაგრამ პრობლემას ფასი წარმოადგენს. ლომბარდიული გრანდი ნამდვილად ვერ იქნება იმის გარანტი, რომ უნგრელ ტალანტს მუდმივად ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს თამაში, მაგრამ მას წამყვანის ფუნქცია დაეკისრება. შეგახსენებთ იმასაც, რომ მის ანგარიშზე ამ სეზონში 28 შეხვედრაში 7 გოლია.

4 თვის წინ
2818 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ