logo

"მილანი" დეპაის აგენტთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

"მილანი" დეპაის აგენტთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

რამდენიმე წელია "მილანი" მემფის დეპაის გადაბირებას ცდილობს და ახლა მიზანთან ძალიან ახლოსაა. ნიდერლანდელ შემტევს "ლიონთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და "Calciomercato.com"-ის მტკიცებით, გახანგრძლივება გამორიცხულია.

ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ჟან მიშელ აულასმა ბევრი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ყველა მათგანზე უარი მიიღო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ლიონმა" დეპაის ფასი დაადო - 30 მილიონი ევრო.

მემფისის გადაბირება რამდენიმე გუნდს სურს, თუმცა ორი კლუბია, რომლებიც მის აგენტთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ: "მილანი" და "ევერტონი". ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში კი დეპაი დიდი ალბათობით, "როსონერის" აირჩევს.

4 თვის წინ
1191 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ