logo

როდრიგესი არ ბრუნდება - "მილანის" გაცვლის იდეა

როდრიგესი არ ბრუნდება - "მილანის" გაცვლის იდეა

"Milanlive.it"-ს თუ დავუჯერებთ, რიკარდო როდრიგესი "მილანში" არ დაბრუნდება.

წყაროს თანახმად, შვეიცარიელი ფეხბურთელი იჯარით "პსვ"-ში ასპარეზობს, მაგრამ ნიდერლანდელები, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო, ფეხბურთელს არ გამოისყიდიან.

ცნობისათვის უნდა ითქვას, რომ რიკარდოს ლომბარდიულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა მისი ამ დრომდე კლუბში დარჩენის შანსები მიზერულია. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და ამიტომ ტეო ერნანდესთან მოუწევს კონკურენციაში შესვლა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ როდრიგესი ტეოს ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებს.

როგორც იგივე წყარო იუწყება, 27 წლის ფეხბურთელით "რომა" ინტერესდება. ლომბარდიულ გრანდს კი ამ დაინტერესებით შეუძლია იხეიროს. მილანელები ფლორენცის შეძენას შეეცდებიან და ამ დროს შესაძლებელია გაცვლაც გაჩარხონ. როგორც იცით, "რომა" კოლაროვის შემცვლელს ეძებს. ახლა მთავარი ისაა, რომ ამ ბარტერზე თავად ფეხბურთელები წამოვიდნენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რიკარდო როდრიგესი "როსონერის" 2017 წელს გერმანული "ვოლფსბურგიდან" შეუერთდა.

4 თვის წინ
977 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 131
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ