logo

ბელოტი, როგორც იბრაჰიმოვიჩის მემკვიდრე

ბელოტი, როგორც იბრაჰიმოვიჩის მემკვიდრე

სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და კლუბები სტრატეგიების შემუშავებას იწყებენ. "ელიოტი" გუნდში რალფ რანგნიკის მიწვევას გეგმავს, რაც დიდი ალბათობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლას გამოიწვევს.

შვედი თავდამსხმელის შემცვლელი კი შესაძლოა ანდრეა ბელოტი გახდეს. 26 წლის ფორვარდი ხუთი წელია, რაც "ტორინოს" ღირსებას იცავს და გუნდის კაპიტანიც გახლავთ.

იტალიელ თავდამსხმელს ყველაზე კარგი სეზონი 2016/2017 წლებში ჰქონდა, როცა სინიშა მიჰაილოვიჩის ხელმძღვანელობით 28 გოლი გაიტანა. ურბანო კაირო ბელოტის 40 მილიონ ევროდ აფასებს და კრიზისის პერიოდში დიდია იმის ალბათობა, რომ გუნდის ლიდერს შეელიოს.

რებიჩთან და ლეაოსთან ერთად "მილანი" ანდრეას სახით კიდევ ერთ მოძრავ თავდამსხმელს შეიძენს, რომელიც გერმანელი სპეციალისტის ფილოსოფიას იდეალურად ერგება. "როსონერის" კი მის ტრანსფერში კონკურენციას "ფიორენტინა" გაუწევს.

4 თვის წინ
1096 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ