logo

"მილანი" ჩალჰანოღლუს ორი ბიძაშვილით დაინტერესდა

"მილანი" ჩალჰანოღლუს ორი ბიძაშვილით დაინტერესდა

"La Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანს" არამხოლოდ კონტრაქტი აქვს შეთანხმებული რალფ რანგნიკთან, არამედ გერმანელ მწვრთნელს 75 მილიონი ევროს ოდენობის სატრანსფერო ბიუჯეტსაცაა შეპირებული. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ "როსონერი" რალფთან აქტიურად მუშაობს სატრანსფერო სამიზნეებზე.

მათმა სამიზნეებმა საკმაოდ ფართო ჩამონათვალი შეადგინა და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს სიაში მოხვდნენ მილანელთა შემტევის, ჰაკან ჩალჰანოღლუს ბიძაშვილები - ტურან და კერიმ ჩალჰანოღლუები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კერიმი და ტურანი რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტები გახდებიან. ცნობისათვის უნდა ითქვას, რომ ორივენი ამჟამად "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდული კლუბის ღირსებას იცავენ.

ტურან ჩალჰანოღლუს პოზიცია, მისი ბიძაშვილის, ჰაკანის მსგავსად, მარცხენა გარემარბია მის ანგარიშზე ამ სეზონში 17 წლამდელთა ბუნდესლიგაში 22 შეხვედრაში 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება კერიმ ჩალჰანოღლუს, იგი მარცხენა შემტევად გვევლინება, მაგრამ მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში. 17 წლის ფეხბურთელი 19 წლამდელთა ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

4 კვირის წინ
710 / 1
საშკა ცხოვრებაშვილი
reclam
user
zurius magari satauria, milani chalhanoglus "ori bidzashvilit" dainteresda...smile 
raiyo chalhanogluebis jishis gochebs amravleben tu ...karochesmile
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 350
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ