logo

მირაბელი: "პიონტეკის შემთხვევაში "მილანს" მოთმინება მართებდა"

მირაბელი: "პიონტეკის შემთხვევაში "მილანს" მოთმინება მართებდა"

"მილანის" ყოფილმა მენეჯერმა მასიმილიანო მირაბელიმ "Tuttomercatoweb.com"-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"ობამეიანგის ყიდვას "ინტერში" ყოფნისას ვცდილობდი, როცა გაბონელი თავდამსხმელი ჯერ კიდევ "სენტ ეტიენში" ასპარეზობდა, თუმცა არავინ მომისმინა. იგივეს "მილანში" ყოფნისასაც ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა. ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ნებისმიერ ტოპ კლუბში თამაში შეუძლია."

"ანდრე სილვა ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც გარემოსთან ადაპტაცია ესაჭიროება. ის "მილანში" პორტუგალიის ჩემპიონატიდან გადაბარგდა და რა თქმა უნდა მალევე გუნდს ვერ მოერგებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში სილვა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იქნება."

"როცა "ჯენოადან" "მილანში" გადადიხარ ადაპტაცია გჭირდება. ზოგჯერ ცოტა მოთმინებაა საჭირო და "როსონერის" ხელმძღვანელობას პიონტეკის შემთხვევაში ეს უნდა გაეთვალისწინებინა. ტონალი იტალიაში საუკეთესო ტალანტია და ვფიქრობ, რომ "ბარსელონაში" ან "რეალში" უნდა გადავიდეს." - განაცხადა მირაბელიმ.

4 კვირის წინ
533 / 0
rossoneri-best
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 350
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ