"სასუოლოს" გარემარბმა ჟერემი ბოგამ "RMC Sports"-თან ინტერვიუში, მისი გადაბირებით დაინტერესებული კლუბების შესახებ ისაუბრა და თავისი ოცნებები გაამხილა.
"ამჟამად მხოლოდ "სასუოლოზე" ვფიქრობ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემით ბევრი იტალიური კლუბი ინტერესდება. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი ამბიცია მხოლოდ სეზონის მიზნების მიღწევაა."
"ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპის ლიგაზე თამაში მინდა. ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მომავალი იტალიაში? ეს ქვეყანა მომწონს. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ჩემპიონატი დროთა განმავლობაში ნაკლებად ხდება დაცვაზე ორიენტირებული და გუნდები ფეხბურთის თამაშს ცდილობენ." - განაცხადა ბოგამ.