logo

"ელიოტი" ტიაგო სილვას დაბრუნებას ეწინააღმდეგება - დეტალები ცნობილია

"ელიოტი" ტიაგო სილვას დაბრუნებას ეწინააღმდეგება - დეტალები ცნობილია

მოგეხსენებათ, ეს დღეებია ტიაგო სილვას ყოფილ კლუბში, "მილანში" დაბრუნებაზე რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა.

ახლახანს კი როგორც "Sportmediaset" იუწყება, "უძღები შვილის დაბრუნების" შანსები საკმაოდ შემცირდა. წყაროზე დაყრდნობით, "ელიოტი" არ აპირებს ბრაზილიელში ინვესტიციის ჩადებას.

მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ლომბარდიული გრანდის ახალი სტრატეგიის მიხედვით, გუნდში ძვირადღირებული და 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებისთვის ადგილი არაა.

სწორედ ამიტომ, იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ცნობისათვის გეტყვით, რომ 35 წლის ფეხბურთელი "შავ-წითლების" ღირსებას  2009-12 წლებში იცავდა.

1 თვის წინ
652 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 350
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ