logo

"მილანმა" მილენკოვიჩის სანაცვლოდ შეთავაზება გაამზადა

"მილანმა" მილენკოვიჩის სანაცვლოდ შეთავაზება გაამზადა

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რალფ რანგნიკისთვის დაცვის გაძლიერების მთავარ კანდიდატად ნიკოლა მილენკოვიჩი რჩება და ფეხბურთელის აგენტთან, ფალი რამადანისთან პირველი კონტაქტები შედგა.

რაც შეეხება "ფიორენტინას", "მილანი" ფლორენციელებისთვის ლუკას პაკეტას შეთავაზებას აპირებს. როკო კომისოს მოსწონს ბრაზილიელი ნახევარმცველი, თუმცა სერბი მცველის სანაცვლოდ დამატებით თანხასაც ითხოვს.

გარდა "როსონერისა" მილენკოვიჩის შეძენა "ნაპოლისაც" სურს. ჯენარო გატუზო ნიკოლას კალიდუ კულიბალის შემცვლელად განიხილავს, რომელიც დიდი ალბათობით "პსჟ"-ს შეუერთდება.

1 თვის წინ
617 / 0
rossoneri-best
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 350
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ