ჯანლუიჯი დონარუმას "მილანთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა ჯერჯერობით გახანგრძლივების თაობაზე წინსვლა არაა. ბოლო რამდენიმე დღეში რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა, რომლის თანამადაც 20 წლის მეკარის "სან სიროზე" დარჩენის ალბათობა გაიზარდა.
ივან გაზიდისი ცდილობს დაარწმუნოს რაიოლა კონტრაქტის გაანგრძლივებაში, თუმცა უსაქმოდ არც მალდინია. "SkySport"-ის მტკიცებით, დღეს მალდინი და მასარა ვიდეო ზარის საშუალებით რაიოლას გაესაუბრნენ.
რაიმე კონკრეტულზე საუბარი ნაადრევია, თუმცა აშკარაა, რომ მინომ პირველი ნაბიჯები გადადგა და მზადაა "როსონერის" წინადადებას მოუსმინოს. იგივე გამოცემის მტკიცებით კი დღეს პაოლომ რაიოლას კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა.