logo

"მილანს" "რომას" ყოფილი ნახევარმცველი შესთავაზეს

"მილანს" "რომას" ყოფილი ნახევარმცველი შესთავაზეს

"მილანმა" უკვე გადაიბირა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჟან-კლერ ტოდიბოს გადაბირებამდე კი ერთი ნაბიჯი აშორებს. რაც შეეხება ნახევარდაცვის ხაზს მალდინი და ბობანი ჯერ არავისზე ფიქრობენ. მათ მაგიდაზე ფრანკ კესიესა და ლუკას პაკეტაზე შეთავაზებებია და ამაზე ფიქრობენ.

ამასობაში ფრანგული "Le Phoocen"-ის ინფორმაციით, აგენტმა კევინ სტრუტმანი "როსონერის" შესთავაზა. 29 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი იტალიაში 5 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო "რომაში" თავისი პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა.

სტრუტმანი ამჟამად "მარსელის" რიგებში ასპარეზობს, მაგრამ ფინანსური მოგების გამო ფრანგული კლუბი მზადაა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი წევრი გაყიდოს.

კევინი ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდის ლიდერია და მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა, თანაგუნდელებს კი ორჯერ გაატანინა. "მილანის" გეგმა შემდეგია: ტოდიბოს გაფორმება, ერთი ფეხბურთელის გაყიდვა, რის შემდეგაც მალდინი და ბობანი ნახევარდაცვის დაკომპლექტებას დაიწყებენ.

1 თვის წინ
1221 / 2
rossoneri-best
user
Arigo ისე, ნაინგოლანი მირჩევნია, რო რამე
user
Zura Abesadze Arigo ori azri ar arsebobs zustad magis daweras vapirebdi
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 229
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ