logo

ჩელინო: "ტონალის უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ სად სურს თამაში"

ჩელინო: "ტონალის უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ სად სურს თამაში"

იტალიური კლუბის "ბრეშას" პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ, "Corriere dello Sport"-თან საუბრისას, სანდრო ტონალის მომავალ კლუბზე ისაუბრა და სავარაუდო ვარიანტებიც გაამხილა.

"პსჟ", "ბარსელონა", "ფიორენტინა" ფეხბურთელით ინტერესდებიან, მაგრამ როგორც მასიმო განმარტავს იტალიელს სხვა გეგმები აქვს:

"პსჟ-ს პრეზიდენტს ნასერს სანდრო პარიზში სურს. იგი უკვე დამიკავშირდა, მაგრამ  თავად  ფეხბურთელს "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგება არ სურს. მისი სასურველი კლუბებია - "იუვენტუსი" და "ინტერი".

როგორც ხედავთ, ამ ჩამოთვლილთაგანს შორის, გასაკვირად, ვერ მოხვდა ლომბარდიული გრანდი. არადა ტონალი "როსონერის" ოცნების ფეხბურთელად მიიჩნეოდა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის იტალიელის ანგარიშზე ამ სეზონში "ბრეშას" მაისურით 24 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი გოლია.


1 თვის წინ
965 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 355
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ