logo

საფეხბურთო კლუბების ფასები: "მილანი" რეგრესს განიცდის

საფეხბურთო კლუბების ფასები: "მილანი" რეგრესს განიცდის

"Kpmg"-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოქვეყნდა საფეხბურთო კლუბთა ფასები 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კვლევა 32 კლუბზე ჩაატარეს, რომლის ათეულში არც ერთი იტალიური კლუბი არ მოხვედრილა. 

"Kpmg"-მ კვლევის ჩატარების დროს რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინა: კლუბის შემოსავალი, პოტენციალი, პოპულარობა, სატელევიზიო უფლებები, მოთამაშეთა საბაზრო ღირებულება, შრომითი ღირებულება და სტადიონი.

სტატისტიკას "მადრიდის რეალი" ( 3 მილიარდი და 478 მილიონი) ლიდერობს, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ( 3 მილიარდი და 342 მილიონი ) და კატალონიის "ბარსელონა" ( 3 მილიარდი და 193 მილიონი) მოსდევენ. როგორც უკვე ვთქვით, იტალიური კლუბები ათეულშიც კი ვერ მოხვდნენ.

"იუვენტუსი" (1 მილიარდი და 735 მილიონი) მე-11 ადგილზე იმყოფება. მას "ინტერი" ( 983 მილიონი ) მოჰყვება. 

რაც შეეხება ლომბარდიულ გრანდს, აქ აშკარა რეგრესი შეინიშნება. "როსონერიმ" ( 526 მილიონი ) 22-ე ადგილი დაიმსახურა.

1 თვის წინ
821 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 350
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ