logo

ზლატანის გამოჯანმრთელების სავარაუდო თარიღი ცნობილია

ზლატანის გამოჯანმრთელების სავარაუდო თარიღი ცნობილია

"Sky Sports"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია.

როგორც წყარო იუწყება, ფეხბურთელმა მყესის დაზიანება ვარჯიშზე მიიღო და მინიმუმ ერთი თვე გაუცდება. თუმცა შესაძლოა ტრავმა უფრო სერიოზულიც აღმოჩნდეს. შვედი ფეხბურთელი გამოკვლევას ხვალ ჩაიტარებს და ზუსტი პასუხიც ცნობილი გახდება.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელი უკვე ასაკშია და ამიტომ ტრავმის შემდეგ ფორმის დაბრუნება საკმაოდ რთული პროცესი იქნება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ზლატანი ლომბარდიულ გრანდს ამ სეზონში "ლოს ანჯელეს გალაქსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.



5 თვის წინ
905 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 131
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ