logo

ტიაგო სილვას ტრანსფერთან დაკავშირებით სიახლეა, საქმეში კიდევ ერთი მხარე ერთვება

ტიაგო სილვას ტრანსფერთან დაკავშირებით სიახლეა, საქმეში კიდევ ერთი მხარე ერთვება

"Corriere dello Sport"-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საუბარია ტიაგო სილვას ყოფილ გუნდში დაბრუნებაზე.

ამის ფონზე, "TMW" გვამცნობს, რომ  "პსჟ"-ს სპორტულ დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს სხვადასხვა საკითხზე კონფლიქტი მოუვიდათ. 

ერთ-ერთ ამ საბაბთაგანი კი გახლავთ ის, რომ ლეონარდოს მაურო იკარდის გამოსყიდვა სურს, მიუხედავად ტომას ტუხელის სხვა შეხედულებისა. 

აგრეთვე, პარიზელების დამრიგებელი ტიაგო სილვას შენარჩუნებით არის დაინტერესებული. ლეონარდო კი მისი შემცვლელის მოძებნითაა დაკავებული.

ასევე, იმავე წყაროდან ვიგებთ, რომ საქმეში "პაპა" კარლო და "ევერტონი" ჩაერთვნენ. 

ცნობისათვის, 32 წლის ბრაზილიელმა ლომბარდიული გრანდი 2012 წელს დატოვა და "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდა.

4 თვის წინ
1489 / 1
საშკა ცხოვრებაშვილი
user
American Აქ მოვა ეს
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ