logo

"მილანმა" ზლატანის შემცვლელი ნიდერლანდებში იპოვა

"მილანმა" ზლატანის შემცვლელი ნიდერლანდებში იპოვა

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" "პსვ"-ს თავდამსხმელის დონიელ მალენის ვარიანტს განიხილავს.

როგორც წყარო იუწყება, ლომბარდიული გრანდი მინო რაიოლასთან ერთად 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ "როსონერი" შვედი ფეხბურთელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცველის შეძენითაა დაინტერესებული. ასე რომ, ნიჭიერი ფეხბურთელი ერთ-ერთ ვარიანტად მიიჩნევა.

ცნობისათვის, ნიდერლანდელმა ტალანტმა ამ სეზონში ეინდჰოვენელთა მაისურით 23 შეხვედრაში 16-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.


5 თვის წინ
1188 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ