"მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ "Gazzetta dello Sport"-თან მიცემულ ინტერვიუში რალფ რანგნიკის საკითხზე საკუთარი დამოკიდებულება დაასახელა.
"რანგნიკის მენეჯერად, ხოლო ნაგელსმანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გაზიდისის მხრიდან მამაცური გადაწყვეტილება იქნება. რა თქმა უნდა სარისკო გადაწყვეტილებაა, მაგრამ საინტერესო იდეაა, რომლის განხორციელებისთვისაც დროა საჭირო."
"გუნდში ახალგაზრდული ბირთვი ყველაზე მთავარია, რომლებიც ენთუზიაზმით სავსენი არიან. კარგი იდეით ახალგაზრდული გუნდი წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ყველა შემთხვევაში "მილანის" წარმატება ძალიან გამიხარდება." - განაცხადა საკიმ.