logo

იბრაჰიმოვიჩი - მეგობრები და მტრები იტალიაში

იბრაჰიმოვიჩი - მეგობრები და მტრები იტალიაში

ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისი პროვოკაციული ფრაზებითაა ცნობილი. "Gazzetta dello Sport"-მა იტალიაში მისი ინტერვიუების მიხედვით მტრები და მეგობრები გამოკვეთა.

პირველი რომელუ ლუკაკუა, რომელთანაც ერთად ზლატანი "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა: "მინდოდა ლუკაკუსთან ყოველი შეხვედრის წინ 50 ფუნტის რაოდენობის ფსონი დამედო თუ ვინ ითამაშებდა უკეთესად, მაგრამ არასდროს მთანხმდებოდა. შესაძლოა ეშინოდა, რადგან მისი ერთადერთი პლუსი ძალაა."

სკანდინავიელმა ფორვარდმა რონალდუსაც "უკბინა": "იუვენტუსთან" ლამაზი მაკრატელა გაიტანა? გეთანხმებით, მაგრამ მსგავსი გოლის გატანა 40 მეტრიდან სცადოს."

პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავისადმი კიდევ იყო ერთი კრიტიკა: "მისთვის "იუვენტუსი" გამოწვევაა, რომელმაც სერია ა ზედიზედ შვიდჯერ მოიგო? ასეთ კლუბში გადასვლა გამოწვევა არაა. თუ გამოწვევა უნდოდა გადასულიყო ტურინში მაშინ, როცა სერია ბ-ში გავარდა და უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნებაში დახმარებოდა."

ასევე დაპირისპირება იყო მარიო ბალოტელისთანაც. სუპერ მარიომ შემდეგი განცხადება გააკეთა: "მე ვარ მე, იბრა კი იბრაა. ჩვენი შედარება არ შეიძლება და თუ მაინც გვადარებთ შვედისთვის ეს კომპლიმენტია.", რასაც იბრამ შემდეგნაირად უპასუხა: "კარგია რომ ის თავის თავს მე მადარებს, რადგან მე მას არასდროს შევედრები."

რაც შეეხება მეგობრებს, ასეთები არიან ჯენარო გატუზო და სინიშა მიჰაილოვიჩი. ამ უკანასკნელის ხათრით ზლატანი შესაძლებელი იყო "ბოლონიაში" გადაბარგებულიყო.

9 თვის წინ
1842 / 5
rossoneri-best
user
Kaparo სუსოს ყიდიანო დაიწერა, იმედია სიმართლეა და უკეთესს მოიყვანენ
user
Kaparo ადმინებს მინდა მივმართო... ყოველ შემოსვლაზე თავიდან მთხოვს პაროლს და სულ არასწორიას წერს, სულ აღდგენა მიწევს, რამენაირად დამეხმარეთ რა
user
Nero Kaparo მაქ შეიძლება მეილშია საქმე.. ზემო გრაფაში შემთხვევით შენს ნიკნეიმს ხოარ წერ?.. თუ კი მაშინ ზევით მეილი ჩაწერე რითაც დარეგისტრირდი და ქვევით პაროლი
user
Kaparo Kaparo გაიხარე ძმაო.. კი ნიკს ვწერდი..
user
zurius Milanshi zog zogiert pausham moxvdeba amisgan. Pionteki araa gasashvebi, arc leau. Or forvardian sqemazea gadasasvleli.
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 105
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ