logo

"ბარსელონამ" "მილანს" რაფინიას გამოსასყიდი თანხა დაუსახელა

"ბარსელონამ" "მილანს" რაფინიას გამოსასყიდი თანხა დაუსახელა

"მილანი" მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და ლომბარდიელთა ერთ-ერთი სამიზნე რაფინია ალკანტარაა, რომელიც "ბარსელონას" საკუთრებაშია, თუმცა ამჟამად ვიგოს "სელტაშია" განათხოვრებული.

"Mundo Deportivo"-ს მტკიცებით, კატალონიელებმა ბრაზილიელი შემტევის ფასი დაასახელეს - 16 მილიონი ევრო. მიუხედავად იმისა, რომ ალკანტარა "სელტაში" წარმატებით ასპარეზობს მსურველები იტალიასა და ინგილისში ჰყავს, ამიტომ თავად ფეხბურთელიც ნავსაყუდელის შეცვლას გეგმავს.

რაფინიას სერია ა-ში თამაშის გამოცდილებაც აქვს. 2017/18 წლების სეზონში სან პაულოში დაბადებული ფეხბურთელი "ინტერის" ღირსებას იცავდა. ამჯერად კი ადვილად შესაძლებელია 27 წლის უნივერსალი ფეხბურთელი მეორე მილანური კლუბის მაისურით ვიხილოთ.

6 თვის წინ
1120 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ