ლორიას ყოფილმა კლუბმა "მილანი" გამოიწვია (ფოტო)

ლორიას ყოფილმა კლუბმა "მილანი" გამოიწვია (ფოტო)

გერმანულმა "მაგდებურგმა" ტვიტერის მეშვეობით განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც გერმანელებს "მილანთან" ამხანაგური შეხვედრის გამართვა სურთ. "მაგდებურგი" ამჟამად მესამე ბუნდესლიგაში ასპარეზობს და კარანტინის დასრულების შემდეგ იტალიელებს სახლში ეპატიჟებიან.

მიზეზი? გერმანელთათვის ნოსტალგიური 1974 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალი, სადაც "მაგდებურგმა" ჯოვანი ტრაპატონის "მილანი" ჯანი რივერას ლიდერობით, 2-0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ამ კლუბის მაისურს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იცავდა.


1 წლის წინ
1878 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი