logo

მალდინი: "თავს მარტოდ ვგრძნობდი"

მალდინი: "თავს მარტოდ ვგრძნობდი"

"მილანის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"თუ არსებობს ჩემპიონატის განახლების შანსი, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა დიდი კრიზისი თავიდან ავირიდოთ. უეფას სურს, რომ სეზონი აგვისტოს დასაწყისში დასრულდეს."

"მილანიდან" წასვლაზე არასდროს მიფიქრია. მთელი დინასტიით ამ გუნდს ვქომაგობთ. მამაჩემი იყო პირველი კაპიტანი, რომელმაც იტალიური კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა და ეს საოცარი მომენტი იყო."

"ბავშვობაში მეც ამაზე ვოცნებობდი და საბედნიეროდ ყველაფერი გამომივიდა. მიუხედავად ყველაფრისა, მე ბევრი ფინალი წავაგე, მგონი ყველაზე მეტი მსოფლიოში."

"ლეონარდოსგან ბევრი ვისწავლე. როდესაც მან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო თავს მარტოდ ვგრძნობდი. ამის შემდეგ ბობანმა და მასარამ დიდი დახმარება გამიწიეს." - განაცხადა მალდინიმ.

6 თვის წინ
1057 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ